სამხრეთი კავკასია

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire
ამიერკავკასიის ქვეყნები

სამხრეთი კავკასია, გეოგრაფიული მხარე ევროპისა და აზიის შესაყართან, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით მდებარე ნაწილი კავკასიისა. იგი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთით შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. სამხრეთი კავკასიას განეკუთვნება კავკასიონის სამხრეთი კალთის უმეტესი ნაწილი, კოლხეთისა და მტკვრის მთავარშორისო ბარი, სამხრეთი კავკასიის მთიანეთი, თალიშის მთები და ლენქორანის დაბლობი. სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მდებარეობს 3 სუვერენული სახელმწიფო: აზერბაიჯანი (უმეტესი ნაწილი), საქართველო, სომხეთი.


სახელმწიფო დედაქალაქი ფართობი მოსახლეობა
აზერბაიჯანი ბაქო 86,6 7.710.000
საქართველო თბილისი 69,7 5.250.000
სომხეთი ერევანი 29,8 3.700.000

საბჭოთა ეპოქაში ამ მხარეს ამიერკავკასია ერქვა, რასაც პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდა, ვინაიდან იგი გამოხატავდა მდებარეობას პოლიტიკური ცენტრის მიმართ. იგი შეესაბამება რუსულ „ზაკავკაზიეს“. ეს ტერმინი პოზიციური ხასიათისაა და გულისხმობს იმ ტერიტორიას, რომელიც რუსეთისათვის კავკასიონის გადაღმაა („ზა კავკაზომ“), ხოლო საქართველოსთვის — კავკასიონის გადმოღმა (ამიერ). სამხრეთი კავკასია გეოგრაფიული ტერმინია.

იხილეთ აგრეთვე

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.