ლოგიკა

Article in other languages:

ლოგიკა - კლასიკ. ბერძ. λόγος (logos) - თავადაპირვლად ნიშნავდა სიტყვას, ან რაიმე ნათქვამს, შემდგომში ფიქრის ან აზრის მნიშვნელობა მიეცა, ხშირად მოიხსენიება, როგორც არგუმენტთა შესწავლა, თუმცა მისი ზუსტი განსაზღვრება დღემდე ფილოსოფოსთა დისკუსიის საგანია. ნებისმიერი გაგებით, ლოგიკოსთა ამოცანაა მართალი და მცდარი დედუქციების შესწავლა და "კარგი" არგუმენტების "ცუდისგან" განსხვავების დადგენა.

ტრადიციულად ლოგიკა ისწავლებოდა, როგორც ფილოსოფიის განშტოება. მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ლოგიკა მათემატიკაში ისწავლებოდა, ხოლო უფრო მოგვიანებით კი კომპიუტერულ მეცნიერებაში. ლოგიკა, როგორც მეცნიერება, იკვლევს არგუმენტების სტრუქტურას, კლასიფიცირებას უკეთებს რა მათ სპეციალურად შემუშავებული სქემების მიხედვით. მაშასადამე, ლოგიკა შეიძლება ყოვლისმომცველი გახდეს და მასში შედის მოსაზრებანი ალბათობასა და მიზეზ-შედეგობრიობაზე. ლოგიკის სწავლების საგანია ასევე მცდარი არგუმენტების სტრუქტურა და პარადოქსები.


Questions for article: ელინისტური ფილოსოფია, სტოიციზმი

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.


IHS Europe: Infrared Heating Systems for Home and Business.