ირანი

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire
جمهوری اسلامی ايران
ირანის ისლამური რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Sorud-e Melli-e Iran
დევიზი: „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ისლამური რესპუბლიკა“
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი თეირანი
35°41′N 51°25′E
უდიდესი ქალაქი თეირანი
ოფიც. ენები სპარსული
მთავრობა ისლამური რესპუბლიკა
  -სულიერი ლიდერი ალი ხამენეი
  -პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
1,648,195 კმ² (მე-18)
 
  0.7%
მოსახლეობა
 - 2007 სავ.
 - სიმჭიდროვე
 
71,208,000 (მე-17)
42 ად/კმ² (163-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$852 მილიარდი (მე-15)

$12,300 (65-ე)
აგი (2007) 0.759 () (94-ე)
ვალუტა რიალი (IRR)
დროის სარტყელი (UTC +3:30)
  -ზაფხულის დრო (UTC +3:30)
ქვეყნის კოდი IRN
ccTLD .ir
სატელეფონო კოდი +98

სექციების სია

სახელწოდება

  • ოფიციალური: ირანის ისლამური რესპუბლიკა.
  • ფარსი: Jomhuri-ye Eslami-ye Iran.
  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან - "არიელების ქვეყანა" (პროტო-ინდოევროპულ ენაზე “არია” სიტყვას ზოგადი მნიშვნელობაა “კეთილშობილი” ან “თავისუფალი”). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით. 1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც ირანი.
  • ქვეყნის კოდი: IR.


გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ქუვეითი, ერაყი.

  • ფართობი - 1.648.000 კვ.კმ.
  • მოსახლეობა - 66,4 მლნ. კაცი (2000წ)
  • ბუნება: მთებიელბრუსი და ზაგროსი, უმაღლესი მწვერვალიდამავენდი 5.604 მ; უდიდესი მდინარე - ქარუნი 830 კმ; მთავარი ტბები (კვ.კმ) – კასპიის ზღვა 371.000, ურმია 5.800, ნამაქი 1.800; უდიდესი კუნძული - ყეშმი 1.330 კვ.კმ; კლიმატი - კონტინენტური, მშრალი.
  • ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ქრომი, სპილენძი, რკინის მადანი, ტყვია, მანგანუმი, თუთია, გოგირდი.

გაზისა და ნავთობის მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე, კერძოდ ხუზისტანი.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკა.
  • ეროვნული დღესასწაული: 11 თებერვალი (რევოლუციის დღე).
  • სახელმწიფოს მეთაური: სულიერი ლიდერი - აიათოლა საიდ ალი ხამენეი (Ayatollah Ali Hoseini-KHAMENEI, 1989), პრეზიდენტი - მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი(Mahmoud Ahmadinejad, 2005).
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - მეჯლისი (270 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 28 ოსთანი (ostan).

არდაბილიბუშეჰირიგილანიგულისტანიდასავლეთი აზერბაიჯანიისფაჰანიზენჯანითეირანიიაზდიილამილურისტანიმარკაზიმაზანდარანისემნანისისტანი და ბელუჯისტანიფარსიქერმანიქერმანშაჰიქოხგილუე და ბოიერაჰმედიქურთისტანიყაზვინიყომიჩახარ-მახალი და ბახთიარიაჩრდილოეთი აზერბაიჯანიხორასანიხუზესტანიჰამადანიჰორმოზგანი


დემოგრაფია

ქართველები-0,01% )

ეკონომიკა

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 109 მლრდ $ (35-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 1.780 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 21, მრეწველობა 34, მომსახურება 45.
  • ექსპორტი: ნავთობი, ხალიჩები, ხილი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი.
  • ბიუჯეტი: 29,500 მლნ $.
  • ვალუტა: რიალი (IRR).


ისტორია

მე-19 საუკუნის ბოლოდან ინგლისისა და რუსეთის ნახევარკოლონია იყო. 1921 წელს ინგლისელთა ხელშეწყობით მოხდა სამხედრო გადატრიალება და დამყარდა რეზა ფეხლევის დიქტატურა, რომელიც 1925 წელს შაჰად გამოცხადდა. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ირანი აშშ-ს პოლიტიკის გამტარებელია. იგი გახდა სენტოს სამხედრო ბლოკის წევრი. 70-იანი წლების ბოლოს გაჩაღდა ბრძოლა შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ. 1979 წელს იგი დამხობილ იქნა და ირანელთა რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ ისლამური რესპუბლიკა გამოაცხადა. 1980-1988 წლებში შატ-ელ-არაბის დინებაში სადავო ტერიტორიების გამო აწარმოებდა ომს ერაყთან. 1991 წელს ირანში შემოვიდა დაახლოებით 1 მლნ. ქურთი, რომლებიც სადამ ჰუსეინის რეჟიმს განერიდნენ. 2000 წლის არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი მოჰამედ ხათამი ლიბერალურ რეფორმატორულ პოლიტიკას ატარებდა. ამჟამად ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი რადიკალური ისლამური კურსის გამტარებელია.

მემკვიდრეობა

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.