ინგლისის ბანკი

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire
ინგლისის ბანკი

ინგლისის ბანკი (Bank of England) — გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი, მეტსახელად "თრედნიდლ სტრიტის მხცოვანი ლედი" ან უბრალოდ „მხცოვანი ლედი“ (The Old Lady of Threadneedle Street).

ის ასრულებს ცენტრალური ბანკის ყველა ფუნქციას — ფასთა სტაბილურობის შენარჩუნება, და შესაბამისად, მისი უდიდებულესობის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა — ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

სტაბილური და ეფექტური ფინანსური სიტუაციის შენარჩუნების მიზნით ბანკს ორი ძირითადი დანიშნეულება აქვს:

  1. მონეტარული სტაბილურობა, რაც ნიშნავს სტაბილურ ფასებს და ვალუტის სიმყარე. სტაბილური ფასები განისაზღვრება მთავრობის საინფლაციო ზღვარით, რომელსაც ბანკი ცდილობს მიაღწიოს მონეტარულ პოლიტიკის კომიტეტში საპროცენტო განაკვეთებზე გადაწყვეტილებებით.
  2. ფინანსური სტაბილურობა, რომელიც მოიცავს ფინანსური სისტემისთვის შესაძლო საშიშროებების დადგენა და მათი ეფექტის შემცირება. ამგვარი საშიშროებების აღმოჩენა ხდება ბანკის ზედამხედველობისა და საბაზრო დაზვერვის ფუნქციებით. ნეგატიური ეფექტის შემცირება ხდება ფინანსური და სხვა ოპერაციებით, შინ და საზღვარგარეთ, და უკიდურეს შემთხვევებში, სესხის გაცემითაც.

ორივე დანიშნულების განხორციელებისთვის ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს:

  • სხვა ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან — საერთაშორისო მონეტარული სისტემის გაუმჯობესებისთვის.
  • მისი უდიდებულესობის ხაზინასთან და ფინანსური მომსახურების გამგებლობასთან, 1997 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების თანახმად, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.