|
Article in other languages:
|
ვიკიპედია ერთდროულად არის ინტერნეტ-ენციკლოპედია, ასეთი ენციკლოპედიის შექმნის ტექნიკური საშუალება, ასევე ინტერნეტ-საზოგადოება, რომლის წევრები ერთობლივად ქმნიან ამ ენციკლოპედიას. მაგრამ არის ბევრი რამ, რისი ფუნქციაც არ შეიძლება დაეკისროს ვიკიპედიას. ვიკიპედია არ არის ბეჭდვითი ენციკლოპედია ეს ნიშნავს იმას, რომ ვიკიპედიაზე მუშაობისას ჩვენ არა ვართ შეზღუდულები რაოდენობრივი (სტატიების, გვერდების რიცხვი), მოცულობითი (სტატიის სიდიდე), შინაარსობრივი (თემატიკა) მახასიათებლებით. ამასთან არსებობს სტატიის ზომის გარკვეული “დასაშვები ზღვარი”, რომლის ზემოთ ბევრ მომხმარებელს გაუჭირდება შესაბამისი გვერდის გახსნა ტექნიკური პრობლემების გამო. ასეთ შემთხვევაში სტატია უნდა დაიყოს გარკვეულ ნაწილებად (თავი, ქვეთავი) და თითოეული მათგანი გაფორმდეს ცალკე გვერდად. ვიკიპედია არ არის ლექსიკონი ეს იმას ნიშნავს, რომ ვიკიპედიის სტატია:
ვიკიპედია არ არის ინფორმაციის უწესრიგო კოლექცია ნებისმიერი სტატია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლისათვის, ე.ი. შესაძლებელი უნდა იყოს მისი პოვნა რაიმე გზით. ვიკიპედიის დამხმარე ინსტრუმენტები იმის საშუალებას იძლევა, რომ ყოველ სტატიას მიუჩინოთ თავისი ადგილი თემატურ თუ ანბანურ იერარქიაში. ამისათვის კი არსებობს კარგი საშუალებები კატეგორიების (მათ შორის ქვეკატეგორიების), სიების, ლოკალური და ენათშორისი ბმულების სახით. ვიკიპედია არ არის ყველაფრის არქივი ვიკიპედიაში ტექსტების, გრაფიკული და მედია-ფაილების განთავსება საკმაოდ ადვილია, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიკიპედია გადავაქციოთ ბიბლიოთეკად, ფონოთეკად ან სხვა რაიმე “თეკად”. ნუ ჩაწერთ ვიკიპედიაში:
ყველა აღნიშნულ შემთხვევაში შემოიფარგლეთ მიმოხილვითი სტატიებით მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ვიკიპედია არ არის ინფორმაციის პირადი საცავი ვიკიპედიის ყველა მონაწილეს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, მაგრამ ისინი გამოიყენება მხოლოდ ვიკიპედისთან დაკავშირებული ინფორმაციის განსათავსებლად. დაუშვებელია ვიკიპედიის გვერდებზე პირადი ვებ-გვერდის შექმნა, ვიკიპედიასთან კავშირის არმქონე ფაილების, მათ შორის გრაფიკული, მედია-ფაილების ჩატვირთვა. თუ თქვენ გსურთ ვიკი-ტექნოლოგიის გამოყენება გარკვეული სახის პირადი ინფორმაციის ინტერნეტში განსათავსებლად, მიმართეთ აქ მითითებულ ვებ-საიტებს: ვიკიპედია არ არის ტრიბუნა ვიკიპედიის სივრცე და მისი სტატიები არ შეიძლება გამოიყენებულ იქნეს როგორც ტრიბუნა, სადისკუსიო კლუბი, იარაღი პროპაგანდისა და რეკლამისათვის ვინმეს კერძო ინტერესებისათვის. განხილვა, გარჩევა, დისკუსია შეიძლება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ვიკიპედიის საგანს, მაგრამ სპეციაულრად ამ მიზნით გამოყოფილ გვერდებზე და არა უშუალოდ სტატიებში. ვიკიპედიის სტატია არ არის:
Questions for article: |
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.
IHS Europe: Infrared Heating Systems for Home and Business.