აპენდიკულარიები

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire
?აპენდიკულარიები

კლასიფიკაცია
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: გარსიანები
კლასი: აპენდიკულარიები
ბინომიალური ნომენკლატურა
Appendicularia
ოჯახები

Fritillariidae
Kowalevskiidae
Oikopleuridae

აპენდიკულარიები (Appendicularia), ზღვის პლანქტონური ცხოველების კლასი გარსიანების ქვეტიპისა. მათი მცირე ზომის (1 სმ-მდე სიგრძის) სხეული შედგება ტანისა და კუდისაგან, რომელშიც მოთავსებულია ქორდა, ზურგის ნერვული სიმი და კუნთოვანი უჯრედები. სხეულს გარს აკრავს გამჭირვალე ლაბოვანი "ქოხი" , რომლის წინა, ცხრილისებრი ფილტრით დაფარულ ხვრელში შედის წყალი და მასთან ერთად მცირე ზომის ორგანიზმები, რომლებითაც აპენდიკულარიები იკვებებიან. უკანა ხვრელით აპენდიკულარიები დროდადრო ტოვებენ ძველ "ქოხს" და რამდენიმე საათის განმავლობაში წარმოქმნიან ახალს. მრავლდებიან სქესობრივად. გავრცელებული არიან ყველა ზღვასა და ოკეანეში. ვითარდებიან მეტამორფოზის გარეშე. აპენდიკულარიების აგებულების მთელი რიგი პრიმიტიული ნიშანი აახლოებს მათ ყველა გარსიანის წინაპრებთან.

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.